ოკუპირებულ დონეცკში, დე ფაქტო მთავრობის შტაბ-ბინას ჭურვი მოხვდა

უკრაინული მედიის ცნობით, მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინა თავს დაესხა მათი ლიდერის შტაბ-ბინას ოკუპირებულ დონეცკში. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, დე ფაქტო მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინამ დენის პუშილინის ოფისი დაბომბა.

უკრაინის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

ჭურვი პირდაპირ შენობის ფასადს მოხვდა, დაზიანდა მარჯვენა ფრთა და ზედა სართული, ცეცხლი შენობაშიც გაჩნდა. თავად პუშილინი, სავარაუდოდ, დარტყმის შედეგად არ დაშავებულა და „უსაფრთხო ადგილას იმყოფება“.