უკრაინა საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შემოდგომისთვის მიიღებს

უკრაინა დასავლეთიდან სარაკეტო თავდაცვის სისტემებს შემოდგომაზე მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის უფროსის მოადგილემ ანდრი სიბიჰამ RBK Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. Sybiha-ს არ დაუკონკრეტებია, რა სისტემებს ელის უკრაინა შემოდგომაზე.

„აუცილებელია ცის დახურვა, ამას პრეზიდენტიც გულწრფელად ამბობს პარტნიორებთან ყველა საუბარში, ველოდებით საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას. აქ ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, ვხედავთ მკაფიო პერსპექტივებს და ვხედავთ ვადას, როდესაც მოხდება ამ მეტად საჭირო სისტემების მიწოდება.

ჩვენ გვჭირდება ვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ სიტუაცია ფრონტზე; რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი არმიის შესაძლებლობები; შევამციროთ დანაკარგები ჩვენს მხარეს. ამიტომ, ხსენებულ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნავს სიბიჰა.

პარალელურად, კრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის გეგმავს, მიაწოდოს Excalibur-ის მართვადი საარტილერიო ჭურვები, რომლებიც 155 მილიმეტრიანი არტილერიისთვის გამოიყენება. ამასთან, იუწყებიან, რომ აშშ-მ უკრაინას არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა გადასცა. ოფიციალურად ეს ცნობები ჯერ არ დადასტურებულა.