Reuters-ი: საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პოლიტიკიდან წავიდა

მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, საზოგადოებას პარტიის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით ამცნო.

მან ყურადღება გაამახვილა მის ასაკზე, რომელიც მისი თქმით, წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ივანიშვილმა ასევე ისაუბრა მმთართველ პარტიაზე, როგორც წარმატებულ და დომინანტ აქტორზე საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. წერს, Reuters-ი.

ივანიშვილის წასვლამ შეიძლება ხელი შეუწყოს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

64 წლის ივანიშვილი და მისი მოკავშირეები მმართველი პარტიიდან, ამ ბრალდებას უარყოფენ.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, ხმის მიცემის პროცესი ზოგადად თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

ივანიშვილს,რომელმაც Forbes-ის მიერ შეფასებული 4,8 მილიარდი დოლარის ქონების დიდი ნაწილი, გასული საუკუნეების 90-იან წლებში, რუსეთში მეტალურგიისა და საბანკო სფეროში გამოიმუშავა, ოპონენტები ადანაშაულებენ კრემლთან სიახლოვეში, რასაც ის უარყოფს.

"რუსული ჯარი განლაგებულია საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში, რომლებიც ქვეყნის მეხუთედს წარმოადგენენ,ხოლო მოსკოვთან სავარაუდო კავშირს, შეუძლია საკმაო პოლიტიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს.

გასულ წელს ჩატარებულმა არჩევნებმა, ხმების 48,23% მოაპოვებინა მის პარტიას და მთავრობაც ჩამოყალიბდა.

ოპოზიციამ დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ და მისი მომხრეები ხმის მოსყიდვაში, ამომრჩევლისა და დამკვირვებლების მიმართ მუქარის განხორციელებაში და დათვლის დროს დარღვევებში, რასაც მმართველი პარტია უარყოფს" , - წერს Reuters-ი.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.