"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა პოლიტსაბჭოს 21-კაციანი სია. ახალი წევრების ვინაობა 16 იანვარს, ყრილობაზე გახდება ცნობილ
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ შესახებ ოფიციალურად განცხადება დღეს გაავრცელა.
„პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დავძლიოთ სიღარიბე და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ.
დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთიანობით და მიზანდასახული მუშაობით, ამ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს