ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება ოფიციალურად დააკანონა

ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ საქართველოს სახელი -Sakartvelas - ოფიციალურად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას lrt.lt ავრცელებს.

”დოკუმენტში, „სახელმწიფოთა ოფიციალური სახელები“, ამოიშალოს სახელი Gruzija და შეიცვალოს იგი Sakartvelas-ით,“- ნათქვამია რეზოლუციაში.

„ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო“, - უთხრა სააგენტო BNS-ს ლიტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა.

ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება 2018 წელს, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბების 100 წლისთავის აღსანიშნავად მიიღო, თუმცა დოკუმენტებში ოფიციალურ სახელწოდებად ამ დრომდე Gruzija რჩებოდა.