უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს 2014 წლის მინსკი-1-ისა და 2015 წლის მინსკი-2-ის შეთანხმების უარყოფითი გამოცდილების გამეორება.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში და უკრაინა დარჩება თავისი ტერიტორიების ნაწილის გარეშე, ხოლო რუსეთს შეუძლია, გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ დაიწყოს საომარი მოქმედებები.
„იმ წერტილში, სადაც ჩვენ ვართ, ჩვენ არ ვართ მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩვენ ავუხსენით, რომ არ იქნება მინსკი-3, მინსკი-5 ან მინსკი-7. ჩვენ არ ვითამაშებთ ამ თამაშებს... იმიტომ, რომ ეს არის ხაფანგი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.