ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გიტანას ნაუსედამ პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
„დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს და ასევე აღნიშნავს რუსეთის სასტიკი ომის დაწყებიდან 6 თვეს. ლიეტუვა ყოველთვის თქვენთანაა. ძალას ვუსურვებ ზელენსკის და უკრაინას, რომლებიც წარმოუდგენელი გამბედაობით, დაუმორჩილებლობით, ღირსეულად იბრძვიან თავისუფლებისთვის“, - წერს ნაუსედა.