მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მაია სანდუს თქმით, მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ, აღფრთოვანებულნი ვართ უკრაინელი ხალხის - თავიანთი სამშობლოს დამცველების და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების სიმამაცითა და დაუმორჩილებლობით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერს სანდუ Twitter-ზე.