საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობს დღეს ულოცავს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ იცის დამოუკიდებლობის ფასი და ის ყოველთვის უკრაინასთან ერთად იდგება.
„გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკრაინა! უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. უკრაინა და საქართველო ახლობელი, მოძმე ერები არიან საერთო ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით.#სლავაუკრაინა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გადის. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე.
დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.