ქართული ძიუდოს ლეგენდა, დავით ხახალაშვილი გარდაიცვალა

ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.

ხახალეიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო.

დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

დავით ხახალეიშვილი 1971 წელს დაიბადა ქუთაისიში.