ვოლოდიმირ ზელენსკი: ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ

უკრაინის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ ბოლომდე არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო..

„ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს, ამ დღეს ვუწოდებდით მთავარ დღესასწაულს, ხოლო ლურჯ-ყვითელ დროშას - სალოცავს, ჰიმნის შესრულებისას გულზე ვიდებდით ხელს და ამაყად ვამბობდით "დიდება უკრაინას!" და „დიდება გმირებს!". 24 თებერვალს ჩვენი სიტყვები საქმით უნდა დაგვემტკიცებინა.

ახლა კი, ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. მთელი უკრაინა. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწებითა და ჩვენი ხალხით. ჩვენთვის უკრაინა მთელი უკრაინაა. 25-ვე რეგიონი, ყოველგვარი დათმობებისა და კომპრომისების გარეშე“.