ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) უკრაინის შუამდგომლობა რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი დამცველების უფლებების დაცვის შესახებ სასწრაფოდ განიხილა და გადაუდებელი ზომების გამოყენება განაგრძო სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საქმეზე - „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ (X)“.
სასამართლომ მიიღო გადაუდებელი ზომები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარება, რომელიც უკრაინის სახელით ნებისმიერ მოთხოვნას მოიცავს.
„ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, მიუხედავად იმისა, არის ეს სახელმწიფოთაშორისი თუ ინდივიდუალური საქმე. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელმწიფოთაშორის საქმეში დროებითი ზომები ასევე მოიცავს სამხედრო ტყვეების უფლებებსაც“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირინა მუდრამ.
შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის მიერ აზოვსტალის დამცველების დატყვევებასთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს მიმართა.
აზოვსტალის დამცველებთან მიმართებით უკრაინამ მოითხოვა სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის უზრუნველყოფა. უკრაინამ ასევე მოითხოვა გადაუდებელი ზომების მიღება უკრაინელი დამცველების ექსპლუატაციის აღსაკვეთად რუსი დამპყრობლების მიერ, ნებისმიერ „ტრიბუნალებს“ და სხვა ყალბ „სასამართლოებში“.