მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის მოწვევით, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე მხარემა განიხილავეს საკვანძო საკითხებს, რომელიც საჭირო არის ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლდა.
"შეხვედრაზე აუცილებელია მომდევნო ნაბიჯების გავლა, რაც 9 ნოემბრის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული",-აცხადებს პუტინი. რუსეთის ლიდერის თქმით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს, სავაჭრო, სატრანსპორტო და ეკონომიკური გზების გახსნას, რომლელზეც მუშაობა სამმხრივ ჯგუფს დაევალება. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ”ჩატარდება საქმიანი ატმოსფეროში და გახდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოების და პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველმყოფელი”.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება, რაც ქმნის აუცილებელ წინაპირობებს ხანგრძლივი კონფლიქტის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის სამართლიან საფუძველზე, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვლადიმერ პუტინმა ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღში 48 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.