NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი „დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება".
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, განუცხადა სტოლტენბერგმა Sky News-ს.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში და მაშინ ეს ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი.