დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა, უკრაინისთვის დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.
შორ მანძილზე სადაზვერვო და თავდაცვითი უნარის გასაუმჯობესებლად უკრაინაში 200-მდე დრონი გაიგზავნება.
პაკეტი მოიცავს 850 მიკრო-დრონსაც.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებსაც წვრთნის.