ბრიტანეთის პრემიერმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ აშკარაა, რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებელია და სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას. ამის შესახებ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით, პუტინის ჯარების დანაკარგები უკვე კოლოსალურია, მიწოდების ჯაჭვები ამოწურულია, ძალები დაიღალნენ.
„არ შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, ვისაც თქვენზე ქუჩაში თავდასხმა სურს, ვისაც თქვენს საფულესთან ერთად თქვენი სიცოცხლის წართმევა სურს. მთავარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შენარჩუნება“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.