„თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებს უკრაინის გამარჯვება, მაშინ ყველა ეს რუსი მკვლელი სხვა ქვეყნებში აღმოჩნდება - ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში. რუსი სამხედრო დამნაშავეების კვალი ყველგან არის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, არ არსებობს ისეთი სამხედრო დანაშაულები, რაც რუსეთს არ ჩაუდენია უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოების გასაღებია.
„სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე წყდება მსოფლიოს მომავალი: გვაქვს თუ არა საერთოდ მომავალი“, - დაამატა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს.