რუსეთის სარაკეტო თავდასხმას დნიპროპეტროვსკის ოლქზე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, 24 აგვისტოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ქალაქ დნიპროსთან სინელნიკოვსკის რაიონზე 11 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
მანამდე ტიმოშენკომ განაცხადა, რომ რაიონში სახლის ნანგრევებიდან რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ ორი ბავშვი გამოიყვანეს.