გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 პირი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულია ძალადობის ეპიზოდზე დაკავებულ საბა გოქსელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა დღეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენეს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ