აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყო, რომ მას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ. კითხვაზე, წინასწარ ეცნობა თუ არა მას ბიუროს გეგმების შესახებ, ბაიდენმა უპასუხა: „მე არ მიმიღია წინასწარი შეტყობინება“.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები აღმოაჩინა, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.
9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მისმა ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა.