სომხეთის ხელისუფლების თანახმად, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდა 11 ივლისამდე, რაც მიზნად ისახავს COVID-19 გავრცელების რისკების შემცირებას.ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.
სამინისტროს თქმით,გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია იმით, რომ COVID-19 -ის პანდემიის სიტუაცია კვლავ დაძაბულია,ხოლო "ჯანმო" აფრთხილებს მსოფლიოს პანდემიის მზარდი მე -3 ტალღის შესახებ.
სომხეთში კორონავირუსით 162,000 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2,929 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.