შავ ზღვაში 4 რუსული ხომალდი, „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით საბრძოლო პატრულირებას ახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„შავ ზღვაში 28 „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით აღჭურვილი 4 რუსული ხომალდი საბრძოლო მოვალეობას ასრულებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
აზოვის ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალები, განაგრძობენ საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს. საბრძოლო მზადყოფთაშია 6 ხომალდი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში რაკეტებით აღჭურვილი 5 ხომალდი მორიგეობს. წერს უკრაინული მედია
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი, ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენციას (SOLAS) არღვევს და აზოვის ზღვაში სამოქალაქო გემების ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემებს (AIS) არ იყენებს.