უკრაინა: შავ ზღვაში 28 რაკეტით აღჭურვილი, ოთხი რუსული ხომალდი პატრულირებს

შავ ზღვაში 4 რუსული ხომალდი, „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით საბრძოლო პატრულირებას ახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

„შავ ზღვაში 28 „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით აღჭურვილი 4 რუსული ხომალდი საბრძოლო მოვალეობას ასრულებს“, -  ნათქვამია ანგარიშში.

აზოვის ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალები, განაგრძობენ საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს. საბრძოლო მზადყოფთაშია 6 ხომალდი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში რაკეტებით აღჭურვილი 5 ხომალდი მორიგეობს. წერს უკრაინული მედია

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი, ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენციას (SOLAS) არღვევს და აზოვის ზღვაში სამოქალაქო გემების ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემებს (AIS) არ იყენებს.