იტალიაში ჩაძირული 50 მილიონიანი იახტა, რუს ოლიგარქს ეკუთვნის

40 მეტრიანი სუპერიახტა My Saga, რომელიც გასულ კვირას იტალიაში, Squillace-ის ყურის გადაკვეთისას ჩაიძირა, რუს მილიონერს გენადი აივაზიანს ეკუთვნოდა.

რუსი ოლიგარქი „კუზბასრაზრეზუგოლის“ ჰოლდინგის თანამფლობელი და „კრუტრადის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. 

იახტა, რომელიც 2007 წელს მონაკოში აშენდა, გალიპოლიდან სიცილიის კუნძულისკენ მიცურავდა. Squilacce-ის ყურეში კაპიტანმა სპეციალური სიგნალი მისცა, რომელსაც საფრთხის არსებობის დროს იყენებენ. იახტის ეკიპაჟის დასახმარებლად კროტონეს პორტიდან, სანაპირო დაცვის ხომალდები გაგზავნეს. 

როდესაც იახტა პორტში მიჰყავდათ, ამინდის პირობები გაუარესდა, რის შედეგადაც მარჯვენა მხარეს გადაიხარა, შემდეგ კი მთლიანად ჩაიძირა.