გერმანიაში ხვალიდან Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას იწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„დღეს Moderna-ს ვაქცინის მოწოდება მიმდინარეობს, ხოლო ხვალიდან არნიშნული პრეპარატით ვაქცინაციას დავიწყებთ“, -განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა.
მისი განცხადებით, ქვეყანა 2021 წლის პირველ კვარტალში 2 მილიონ დოზა Moderna-ს ვაქცინას მიიღებს, ხოლო წლის განმავლობაში 50 მილიონ დოზას.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად გერმანიას BioNTech/Pfizer-ის 300 მილიონი დოზა და Moderna-ს 160 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს.
Moderna-ს ვაქცინას ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ავტორიზაცია გასულ კვირას მიანიჭა