გიორგი ღოღობერიძე: კოვიდგადატანილი პაციენტი შესაძლოა სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს

„კოვიდგატანილმა პაციენტებმა ნიღაბი აუცილებლად უნდა ატარონ, რადგან ისინი შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ და სხვა დააინფიცირონ“,- განაცხადა Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა და ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ.

გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი შესაძლოა სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს. ექიმი ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს მოუწოდებს რომ ატარონ პირბადე.

„ხალხს ჰგონია, რომ თუ მათ კოვიდი მოიხადეს, შეუძლიათ ნიღაბი აღარ ატარონ ან დისტანცია აღარ დაიცვან, მაგრამ იცოდეთ, მათ კი მოიხადეს კორონავირუსი და შეიძლება რეინფიცირება აღარ მოხდეს, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ და სხვა დააავადონ, ამიტომ ყველა რეკომედაცის დაცვა უნდა განაგრძონ. კორონას გადატანის შედმეგ, ეს იმუნიტეტი დედამიწაძე ამჟამად გავრცელებული კორონავირუსის ყველა შტამისგან გვიცავს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.