კიევმა საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ 100-მდე ქუჩას სახელწოდება შეუცვალა. სახელის ცვლილებები, ძირითადად, რუსეთის ქალაქებისა და ცნობილი ფიგურების სახელებს შეეხო.
გადაწყვეტილება კიევის საკრებულომ მიიღო და მის შესახებ მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოაცხადა.
მაგალითად პიტერსკას ქუჩას (რუსული ქალაქის სანკტ-პეტერბურგის მიხედვით) ეწოდა ლონდონსკა (ბრიტანეთის დედაქალაქის მიხედით) ხოლო მარშალ მალინოვსკის ქუჩა (საბჭოთა სამხედრო მეთაურის როდიონ მალინოვსკის მიხედვით) აზოვის პოლკის ქუჩად გადაკეთდა.