ზელენსკიმ და ბაიდენმა „აგრესორზე გამარჯვების გზა“ განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის დამარცხებისკენ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები და ომის დანაშაულებისთვის რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა განიხილეს.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ნაბიჯები აგრესორზე გამარჯვების გზაზე და რუსეთის ომის დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობა“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

ზელენსკიმ ბაიდენს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.