ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია - „პომიდვრის გრიპი“ გავრცელდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, დაავადება თავდაპირველად კერალას შტატში დაფიქსირდა, შემდეგ კი, სხვა შტატები მოიცვა. მისი მკურნალობისთვის სპეციალური დანიშნულება არ არსებობს.
„პომიდვრის გრიპის“ ინფექცია ტანზე წითელ ლაქებს იწვევს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება და ხშირად პომიდვრის ზომად იქცევა, რის გამოც „პომიდვრის გრიპი“ უწოდეს. როგორც მედასაშუალებები წერენ, ინფექციას საშიშად არ თვლიან.
პაციენტები ძირითადად ბავშვები არიან.