უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა უკრაინის სატრანსპორტო ქსელის აღდგენის მიზნით, ერთობლივ სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს.
„დიდმა ბრიტანეთმა უკრაინასთან ისტორიულ პაქტს მოაწერა ხელი, რათა დაეხმაროს ომით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, - წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო Facebook-ზე.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 24 აგვისტოს, კიევში ვიზიტის დროს, 54 მილიონი ფუნტის დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დახმარება მოიცავს უპილოტო სათვალთვალო სისტემებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას.