უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკის სფეროში ანტიევროპული პოლიტიკა, თავად რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება.
„რუსეთის გაზის შანტაჟის მერე, ევროპაში გაზის ფასმა ერთ დღეში, 1000 კუბურ მეტრზე $3300 გადააჭარბა. ეს არის რუსეთის ანტიევროპული პოლიტიკის მიზეზი, რომელიც დამანგრეველია, მაგრამ სტრატეგიულ პერსპექტივაში, ეს თავად რუსეთისთვის იქნება დამანგრეველი. ასეთი მოთამაშე ევროპის ბაზარზე აღარ იქნება“, - აცხადებეს ზელენსკი.
მისი თქმით, ახლა ვითარება საკმაოდ საშიში და მწვავეა, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ენერგოპრობლემებს „პასუხისმგებლობით მიუდგნენ“.
„თუკი ვინმე რუსეთში ფიქრობს, რომ ამ ზამთარს ევროპას დააჩოქებს, ან უკრაინას, ან სხვა ქვეყნებს - ეს გათვლები ჩავარდება. მე ვფიქრობ, რომ ევროპა საკმაოდ ძლიერია, რათა წარსულის შეცხომები გამოასწოროს, რათა გახდეს დამოუკიდებელი რუსული ენერგოსისტემისგან და არ დაემორჩილოს „გაზპრომიდან“ ტერორისტების შანტაჟს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ამ საკითხში პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.