უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება.
ზელენსკიმ, ბუნევრივ აირზე მაღალი ფასების გამო, ევროპაში შექმნილი ვითრება განიხილა და განაცხადა, რომ ევროპა მოსკოვის შანტაჟს არ დანებდება.
„რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის მრავალი პრობლემა, კრიზისი და კატასტროფა მოამზადა. მაგრამ ბოლოს, თავად განიცდის ყველაზე დიდ კატასტროფას, როგორც „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“. ეს ტიტანიკი თავის აისბერგს 24 თებერვალს მიადგა და რაც არ უნდა ეცადოს, წყლის ზედაპირზე ვერ დარჩება“, - განაცხადა ზელენსკიმ.