ამერიკული მხარე საქართველოში დაგეგმილი წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ შესახებ დეტალებს ავრცელებს.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.
აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი.
უსაფრთხოების ძალების 1-54- დამხმარე ბატალიონი და 1-214 საველე საარტილერიო ბატალიონი.
Exercise Noble Partner რეგიონული მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში პარტნიორობის გაძლიერებას, ასევე, აშშ-ის მზადყოფნის და თავსებადობა გაზრდას ემსახურება.
წვრთნები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ჩაატარონ სიტუაციური წვრთნები, ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშები და ერთობლივი მექანიზებული მანევრები.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი 2020“, აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი და ცხადყოფს, რომ NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უფრო ძლიერები არიან.
შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს.