„ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გათვალისწინებით, ძნელია იმის შეფასება, თუ რას ნიშნავს მისი წერილი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას განაცხადა.
„2013 წელს პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომა პოსტის მხოლოდ საჯაროდ დატოვებას ნიშნავდა. მისი ახალი „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს ოპოზიციური ძალა მთავრობის წინააღმდეგ, მიანიშნებს, რომ მას კვლავ ძალიან აინტერესებს პოლიტიკა. ასე რომ, მომავალში ვნახავთ, როგორ წარმართავს ის მოვლენებს“, - აღნიშნავს ლუის ნავარო.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.