მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევსა და სტეფანე გიქოშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდათ და მოსამართლემ მათთვის პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელა.
„გირაოს გადახდას არ ვაპირებ. პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, - განაცხადა ბესიკ თამლიანმა.
ცნობითვის, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი დააკავეს.