ტრამპმა ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული. ინფორმაციას 9news ავრცელებს.

„დღეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 2021 წლის 11 იანვრიდან 24 იანვრამდე, 59-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შედეგად შექმნილი საგანგებო პირობების გამო, ოლქისთვის ფედერალური დახმარების გაწევის განკარგულება გასცა,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

გამოცემის ცნობით დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება ვაშინგტონის მერის მურიელ ბაუზერის განცხადებით შემდეგ მიიღო, რომელმაც თქვა რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ ეს აუცილებელი ღონისძიებაა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა სწორედ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.