ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია ძალიან სარისკო და სახიფათო რჩება

ჩვენი მეცნიერები ბირთულ საკითხებში, ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა სპეციალისტი, ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას ყველაზე უარესი სცენარისგან, მაგრამ  ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სიტუაცია რჩება ძალიან სარისკო და სახიფათო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი მეცნიერები ბირთულ საკითხებში, ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა სპეციალისტი, ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას ყველაზე უარესი სცენარისგან. ელექტროსადგური მუდმივად პროვოცირებულია რუსული ძალების მიერ, თუმცა უკვე წარმატებით არის დაკავშირებული ქსელთან. ის აწარმოებს ენერგიას უკრაინისთვის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სიტუაცია რჩება ძალიან სარისკო და სახიფათო,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას. 

უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა.

გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.