კორონავირუსი კიდევ 1857 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 993

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი.

ტესტის შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 კოვიდინფიცირებული.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.