რუსეთი უკრაინაში მესამე არმიის კორპუსს გზავნის - Conflict Intelligence Team

რუსეთი უკრაინაში, ახლახან ფორმირებულ მესამე არმიის კორპუსს გზავნის, ამის შესახებ Conflict Intelligence Team იუწყება.  

ბოლო დღეებში, CIT-ის თანამშრომლებმა, აღმოაჩინეს ფოტოები, სადაც რუსული ტექნიკის რკინიგზით გადატანის პროცესი ჩანს. ტექნიკა რუსეთს ნიჟეგოროდსკის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ, როსტოვის ოლქში გადააქვს. 

ჯერ ცნობილი არაა, სად გადააქვს რუსეთს შეიარაღება, თუმცა ბოლო პუნქტი, სადგური ნეკლინოვკაა, რომელიც როსტოვის ოლქის სამხრეთით მდებარეობს და ყველაზე ახლოსაა დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზთან. 

 CIT-ის წყაროები აცხადებენ, რომ მესამე არმიის კორპუსი დაკომპლექტებულია ტექნიკით, თუმცა მოხალისეებში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია. 

Перевозка комплексов «Бук» свидетельствует о переброске крупного объединения, например, армии / фото CIT