რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება ჯარის 2 მილიონამდე გაზრდის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის ხელმძღვანელი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას.
ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) წერს.
ISW აღნიშნავს, რომ კრემლი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, პუტინის ბრძანებით განსაზღვრული საბოლოო მიზნობრივი რაოდენობის - 1 150 000 სამხედროს მობილიზებას, როგორც ეს პუტინის ბრძანებითაა გათვალისწინებული.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისტორიულად რუსეთი სამხედრო ძალის საბოლოო სამიზნე ოდენობამდე გაზრდის მიზანს ვერ აღწევდა.
2022 წელს, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, აქტიურ სამხედრო სამსახურში სულ 850 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნომინალურ საბოლოო ძალას - 1 000 000 -ზე მეტს.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა 25 აგვისტოს შეიარაღებული ძალების გაზრდაზე, ბრზანებას მმოაწერა ხელი. ბრძანების მიხედვით, სამხედრო პერსონალი 137 000 ადამიანით გაიზრდება. ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის ხარჯზე მოხდება - ჯარში სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა უცვლელი დარჩება.