უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-7 თვეს, აშშ აცხადებს, რომ HIMARS -ის სარაკეტო სისტემების წარმობას გაზრდის, რათა უკრაინას დაეხმაროს. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-სამსახური იუწყება.
„ჩვენ უკვე მივიღეთ $400 მილიონი HIMARS-ებისა და GMLRS-ების მარაგების შესავსებად პენტაგონის საწყობში. ამის გარდა, დაგეგმილია $200 მილიონის გამოყოფა წარმოების გფართოებისა და დაჩქარების მიზნით,“ - განაცახდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიამ ლაპლანტმა.