თუ პუტინს მიეცემა საშუალება, ძალით შეცვალოს ევროპის საზღვრები, ის ამას ისევ გააკეთებს, სხვაგან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა და მათი სამხედრო წარმატება კვლავაც გასაოცარია. ზელენსკიმ აჩვენა, რომ მისი ქვეყანა ფუნდამენტურად დაუმარცხებელია“, - აღნიშნავს ჯონსონი.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ სწორედ პუტინის „ბარბაროსულმა შემოჭრამ შეაშფოთა ენერგეტიკული ბაზრები“.
ჯონსონმა ბრიტანელ ხალხს მოუწოდა, მოემზადონ ენერგეტიკული კრიზისის შედეგებისთვის.
„ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის აგრესიას. მომდევნო რამდენიმე თვე რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთის დაბრუნებას „ოქროს ფასი“ ექნება.
„ამ სასტიკ ბრძლაში უკრაინელ ხალხს შეუძლია და გაიმარჯვებს კიდეც. ბრიტანეთიც მასთან ერთად მოიგებს“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.