ჯანმოს მთავარი მეცნიერი: ვაქცინაციის მიუხედავად, მსოფლიო კოლექტიურ იმუნიზაციას 2021 წელს ვერ მიაღწევს

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს 2021 წელს ვერ მიაღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არაერთი, არამედ რამდენიმე ვაქცინა გვექნებოდა და მას ყველა ქვეყანა მიიღებდა, თუმცა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს კვლავ მოგვიწევს ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.