უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთში მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი უკვე ზღვარზეა და თითქმის არ არის რეზერვები ზოგიერთი ტიპის რაკეტებისთვის. მისი განმარტებით, რთული ვითარებაა „კალიბრთან“, „ისკანდერთან“ და „კინჟალებთან“ დაკავშირებით,
„ჩვენი გათვლებით, მათ დარჩათ იმ რაკეტების 45%, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ „ისკანდერებთან“ დაკავშირებით. დაახლოებით იმის 20%-ი, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა "კალიბრებთან" დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია. ისინი ახლა აქტიურად იყენებენ „ურაგანსა“ და „სმერჩს“ - ეს არის ის, რაც იძლევა დაბომბვის საშუალებას მცირე, 70-80 კმ, მანძილზე და მაქსიმუმ 100 კილომეტრამდე. რაც შეეხება „კინჟალებს“, ვრუსეთს ამ ტიპის სარაკეტო კომპლექსის მხოლოდ 30-40 ერთეული აქვს დარჩენილი“, აცხადეფბს ვადიმ სკიბიცკი.