შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდები ტაივანის სრუტეში შევიდნენ, რაც აშშ-ის პირველი საზღვაო ტრანზიტია მას შემდეგ, რაც ამ თვეში აშშ-ჩინეთის დაძაბულობა კუნძულზე ნენსი პელოსის ვიზიტის გამო გაიზარდა.
„სარაკეტო მართვადი კრეისერები USS Antietam და USS Chancellorsville მოგზაურობენ „წყლებში, სადაც ღია ზღვაში ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლება მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", - ნათქვამია იაპონიაში აშშ-ის მე-7 ფლოტის განცხადებაში.
მისივე თანახმად, ტრანზიტი მიმდინარეობს და აქამდე უცხოური სამხედროების ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„გემების ტრანზიტი ტაივანის სრუტეზე, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებას ცხადყოფს. შეერთებული შტატების სამხედროები მოქმედებენ ყველგან, სადაც ეს საერთაშორისო კანონმდებლობის არის დაშვებული, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ სრუტის უმეტესი ნაწილი საერთაშორისო წყლებშია.