FT: აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელით დატვირთულმა ორმა ტანკერმა კურსი შეცვალა

გამოცემა The Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს.


გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპის მოსკოვთან დიზელის საწვავზე შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს.


გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს “რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო.”


ტანკერი Talisman-ი, რომელსაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები აქვს დაწესებული, გაემართა ხმელთაშუა ზღვისკენ და ალჟირის ნაპირებთან იმყოფება. დანიშნულების ადგილად ამერიკის პორტის ნაცვლად ხომალდი ასახელებს სტატუსს "განკარგულების მოლოდინი."


მეორე ტანკერმა, სახელად Leruo-მ, რომელიც ჰონგ-კონგის კომპანიას ეკუთვნის და სიერა-ლეონეს დროშით ცურავს, დანიშნულების ადგილი ბრაზილიით შეცვალა. ამ ხომალდისთვის სანქციები დაწესებული აქვთ დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და კანადას.


მესამე ტანკერი, სახელად Agioi Fanendes-ი, რომელიც ბერძნულ კომპანია Eastern Mediterranean Maritime-ს ეკუთვნის, აგრძელებს აშშ-ის მიმართულებით მოძრაობას, თუმცა ასევე აჩვენებს სტატუსს "განკარგულების მოლოდინში". ხომალდის მფლობელის განცხადებით, ტვირთის გადმოტანის პორტი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.


კიდევ ერთი ტანკერი, Taurus-ი, სამეთვალყურეო მონაცემების თანახმად, ამერიკის რამდენიმე პორტს მიადგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტვირთის გადმოზიდვა არ მოხერხდა. 4 ნოემბერს ხომალდი იმყოფებოდა ნორფოლკში, შემდეგ ბალტიმორში ჩავიდა.


მეხუთე ხომალდი Beast-ი, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული და სეიშელის კუნძულებზე განთავსებულ კომპანიას ეკუთვნის - 27 ოქტომბერს რუსეთის პრიმორსკის პორტში დაიტვირთა დიზელის საწვავით და ატლანტის ოკეანეშია. დანიშნულების ადგილად ის ასახელებს აშშ-ის ატლანტის სანაპიროს.


რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, ყალბია.


მედიაში გავრცელებული ცნობით კი, ამ მომენტისთვის, ამერიკელმა მყიდველებმა უარი თქვეს რუსული საწვავის მიღებაზე შტატებისა და ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი საფრთხეების გამო.


ცნობისთვის, შტატ ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, მაიკი შერილმა (დემოკრატიული პარტია) თავის შტატში პორტებისა და ტერმინალების ოპერატორები გააფრთხილა, რომ რუსული დიზელის საწვავის გადმოტვირთვის გამო მათ შესაძლოა მილიონობით დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისროთ.


ამავდროულად, CNN-ის ცნობით, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დიზელის შეთანხმებაში ჩართულ ბანკებს, პორტების ოპერატორებსა და კომპანიებს დოკუმენტების შენარჩუნება დაავალა საზედამხედველო მოკვლევებისთვის მოსამზადებლად, როდესაც იანვარში დემოკრატები აიღებენ კონგრესზე კონტროლს.


ტრამპი პუტინს რუსეთის დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეუთანხმდა აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თეთრი სახლი იმედოვნებდა, რომ ეს შესაძლებელს გახდიდა საწვავის ფასის შემცირებას, ნავთობის პროდუქტების დეფიციტის ფონზე.


ანალიტიკოსების შეფასებით, რომელთაც FT ესაუბრა, ამერიკელი მყიდველები იურიდიული და სანქციებთან დაკავშირებული ფაქტორების გამო ავლენენ თავშეკავებას.