უკრაინულმა ძალებმა წუხელ მელიტოპოლში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ტელეკომპანია Freedom-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, განადგურებულია მელიტოპოლში მტრის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა.
„ამასთან, მელიტოპოლის რეგიონის სოფელ მირნეში აფეთქებების ხმა გაისმა. ერთ-ერთი შენობა, სადაც „რეფერენდუმისთვის“ მზადება მიმდინარეობდა, განადგურებულია", - განაცხადა ფედოროვმა.