რუსეთის მიერ ოკუპირებულ სვატოვეში, ლუგანსკის ოლქში ძლიერი აფეთქებები მოხდა.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ობიექტზე, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა.
პარალელურად, BBC წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმის ოკუპირებულ ყირიმშიც.
ცნობისთვის, ასევე იუწყებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა დღეს საბრძოლო მასალებით დატვირთული რუსული სატვირთო მანქანა გაანადგურეს, რომელიც მიზანში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის Stugna-ს გამოყენებით ამოიღეს. ამ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოს უკრაინული მედიის ცნობით, ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
„ნამდვილი სუპერგმირები, რომლებიც უკრაინას იცავენ", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.