უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს დაიბრუნებს და რუსული ტერორიზმი უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
დამპყრობლებს მოაქვთ დეგრადაცია და სიკვდილი. მათ სჯერათ, რომ ისინი სამუდამოდ არიან აქ, მაგრამ ეს დროებითია. უკრაინა დაბრუნდება.
ღირსება, სიცოცხლის უნარი, უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა დაბრუნდება. სწორედ ამის სიმბოლო იქნება ჩვენი უკრაინის დროშა, როდესაც მას ავაფრიალებთ დონეცკში, ჰორლივკაში, მარიუპოლში, დონბასის ყველა ქალაქში, აზოვის რაიონში, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ყველა რაიონში - ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონის რაიონებში. აუცილებლად - ყირიმში.
უკრაინას ყველაფერი ახსოვს. დღეს მე გავმართე შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან. მას ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის სხვა სტრუქტურებისა და სფეროების ხელმძღვანელები.
ყველა ის საკითხი, რაც განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, საიდუმლო დეტალებს ვერ შევეხები, მაგრამ ოკუპანტები მის შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში იგრძნობენ.
არცერთი ტერორისტი არ დარჩება პასუხის გარშე, ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის. ზაპოროჟიე ორიხივი, ხარკოვი, დონბასი - ყველგან პასუხს მიიღებენ. ვემზადებით ახალი კვირისთვის - ის ძალიან აქტიური იქნება. დაგეგმილია პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები უკრაინაში.
მე განვაახლებ ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფოებისა და ერებისადმი მიმართვის პრაქტიკას. და რაც მთავარია, ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ რუსეთისთვის ახალი შეზღუდვები ომის გამო და ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი დამცველებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.