პორტუგალიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

პორტუგალიის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოუზას კოვიდინფექცია დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აქვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

72 წლის დი სოუზა 24 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში კენჭს მეორე ვადით იყრის.

პორტუგალიაში კორონავირუსით 489 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 10 მილიონიან პორტუგალიაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 7900-ს აჭარბებს.